8-დან 14 აპრილის ჩათვლით საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა  8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით,  თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით  მატარებლის რეისებს ამატებს.

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

 

 

                                                       8;9;10;11;13;14 აპრილი
დანიშნულება გასვლა-თბილისი ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-თბილისი
808/807 თბილისი-ბათუმი-თბილისი 10:10 15:22 18:30 23:29
812/811 თბილისი-ბათუმი-თბილისი 00:30 05:42 00:35 05:34

 

 

9;10;11;13 აპრილი

დანიშნულება გასვლა-თბილისი ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-თბილისი
872/871 თბილისი-ფოთი -თბილისი 09:10 14:45 17:20 23:29

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

საქართველოს რკინიგზის  ვებ-გვერდის საშუალებით: gr.com.ge.

საქართველოს რკინიგზის აპლიკაციით;

საქართველოს რკინიგზის სალაროებში;

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით;