"საქართველოს რკინიგზის" განცხადება

ამერიკული  ჯგუფის  „Black Eyed Peas“  კონცერტზე დასწრების მსურველთათვის,14; 15; 16 და 17 ივნისს თბილისიდან  დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ.

,,Black Sea Arena” სეზონის გახსნისთვის, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა. ამიტომ,  „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით  სპეციალური რეისები დაინიშნა, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

14/ 06/2019    თბილისი-Black Sea Arena ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #852/851
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena  ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
08:50 13:20 14 :15 19:05 20:05 00:40
 15; 16; 17/ 06/2019   თბილისი-Black Sea Arena ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #888/887
გასვლა-თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena  ჩასვლა- ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
10:30 14:45 15:30 19:15 20:05 00:22

ამასთანავე, 17 ივნისს,  ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი #859 მატარებელი „Black Sea Arena“-ს ბაქანზე 01სთ. 25 წთ-ზე შევა და  10 წუთიანი გაჩერება ექნება.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია  GeorgiaRailwayTickets  და    Biletebi.ge    მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge;Matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

 

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!