19 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

ძვირფასო მგზავრებო!

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 19  მაისიდან 31 მაისის ჩათვლით,   ბათუმის  მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

 

# მატ.# დანიშნულება გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
808/807 თბილისი-ბათუმი    09:55   15:49    19:55    01:48

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.