თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით,  „საქართველოს რკინიგზა“   თბილისიდან და  ბათუმიდან ორივე  მიმართულებით, №888/887  სამგზავრო მატარებელს ამატებს.

 

მატარებელი  იმოძრავებს  შემდეგი განრიგით:

 

11/08/2019    თბილისი – ბათუმი –  თბილისი   888/887
  გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი  გამოსვლა-ბათუმი   ჩამოსვლა- თბილისი
09:05 14 :42 18:30 00:07

 

 

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

 

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

 

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!