საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები იზრდება

✔️ 2021 წლის პირველ სამ თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7.3 %-ით გაიზარდა, ხოლო  შემოსავალი სატვირთო გადაზიდვებიდან კი 14%-ით.

 

✔️ 2021-ში 2020 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 33%-ით გაიზარდა, მისგან მიღებული შემოსავალი კი 42%-ით.

 

✔️ რაც შეეხება საკონტეინერო გადაზიდვებს, მაჩვენებლები აქაც ზრდადია. 2021 წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით საკონტეინერო გადაზიდვებში 3.5%-იანი ზრდა ფიქსირდება, მისგან მიღებულმა შემოსავალმა კი  8%-ით მოიმატა.

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი  კვარტლის  შედეგები ბოლო 6 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.