ცხადდება შიდა კონკურსი სცბ დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 23 აპრილიდან ცხადდება შიდა კონკურსი საკადრო რეზერვის ფორმირების მიზნით შემდეგ თანამდებობაზე:
სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ) დეპარტამენტი
ელექტრომექანიკოსი (750,00ლ.) – თბილისის სიგნალიზაციის ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო/I ავტომატიკის ექსპლუატაცია/თბილისი საკვანძო გარდაბანი კახეთის განშტოების ჯგუფი/სადგური თბილისი-საკვანძო
ელექტრომექანიკოსი (750,00ლ.) – თბილისის სიგნალიზაციის ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო/I ავტომატიკის ექსპლუატაცია/სადგურ თბილისი-მახარისხებლის მექანიზირებული გორაკი/სადგური თბილისი-მახარისხებელი
სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 1 მაისის ჩათვლით ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური და ელექტრონული ფორმით (ოთახი 3066; e-mail: kadrebi@railway.ge).
დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ შემდეგ გვერდზე.
გთხოვთ:
მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება;
აირჩიეთ ქართული Unicod;
აირჩიეთ ფონტი – Sylfaen;
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი.
გისურვებთ წარმატებებს