ცხადდება შიდა კონკურსი სცბ დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 09 სექტემბრიდან ცხადდება შიდა კონკურსი საკადრო რეზერვის ფორმირების მიზნით შემდეგ თანამდებობაზე:
სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ) დეპარტამენტი
კტსმ-ის პოსტის მორიგე (500,00ლ.) – თბილისის სიგნალიზაციის ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო (8 საშტატო ერთეული);
სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 11 სექტემბრის ჩათვლით ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური და ელექტრონული ფორმით (ოთახი 3066; e-mail: kadrebi@railway.ge).
დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ შემდეგ გვერდზე.
გთხოვთ:
მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება;
აირჩიეთ ქართული Unicod;
აირჩიეთ ფონტი – Sylfaen;
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი.
გისურვებთ წარმატებებს