ცხადდება ღია საჯარო კონკურსი სცბ დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 21 თებერვლიდან ცხადდება ღია საჯარო კონკურსი კანდიდატთა შერჩევის მიზნით შემდეგ თანამდებობაზე:
სცბ დეპარტამენტში
კტსმ-ის პოსტის მორიგე (მინიმალური თანამდებობრივი სარგო 330,00ლ.) – 2 საშტატო ერთეული – ხაშურის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო/V მატარებლის მსვლელობისას მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მდგომარეობის ავტომატური კონტროლის მოწყობილობების ექსპლუატაციის ჯგუფი/სადგური აგარა (ID 30004472);
კტსმ-ის პოსტის მორიგე (მინიმალური თანამდებობრივი სარგო 330,00ლ.) – 3 საშტატო ერთეული – ხაშურის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო/V მატარებლის მსვლელობისას მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მდგომარეობის ავტომატური კონტროლის მოწყობილობების ექსპლუატაციის ჯგუფი/სადგური გორი
სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორცილედება 27 თებერვლის ჩათვლით ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური და ელექტრონული ფორმით (ოთახი 3066; e-mail: vacancy@railway.ge).
დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ შემდეგ ფურცლებზე
გთხოვთ:
მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება;
აირჩიეთ ქართული Unicod;
აირჩიეთ ფონტი – Sylfaen;
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი.
გისურვებთ წარმატებებს