ცხადდება ღია საჯარო კონკურსი სცბ დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 12 დეკემბრიდან ცხადდება ღია საჯარო კონკურსი კანდიდატთა შერჩევის მიზნით შემდეგ თანამდებობაზე:
სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ) დეპარტამენტი
კტსმ-ის პოსტის მორიგე (მინიმალური თანამდებობრივი სარგო 330,00ლ.) – სამტრედიის სიგნალიზაციის ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო/V მატარებლის მსვლელობისას მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მდგომარეობისავტომატური კონტროლის მოწყობილობების ექსპლუატაციის ჯგუფი/სადგური ლანჩხუთი (ID 30004460);
ელექტრომექანიკოსი (მინიმალური თანამდებობრივი სარგო 660,00ლ.) – სამტრედიის სიგნალიზაციის ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო/I ავტომატიკის ექსპლუატაცია/ქოლობანი-სენაკი-ფართოწყალი-ფოთი-ზუგდიდის ჯგუფი/ქოლობანი-აგურქარხანას უბანი/სადგური ქოლობანი
სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 18 დეკემბრის ჩათვლით ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური და ელექტრონული ფორმით (ოთახი 3066; e-mail: kadrebi@railway.ge).
დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ შემდეგ გვერდზე.
გთხოვთ:
მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება;
აირჩიეთ ქართული Unicod;
აირჩიეთ ფონტი – Sylfaen;
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი.
გისურვებთ წარმატებებს