ცხადდება ღია საჯარო კონკურსი სცბ დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 15 ივლისიდან ცხადდება ღია საჯარო კონკურსი კანდიდატთა შერჩევის მიზნით შემდეგ თანამდებობაზე:
სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ) დეპარტამენტი
ელექტრომონტიორი (მინიმალური თანამდებობრივი სარგო 500,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – ხაშურის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო/I ავტომატიკის ექსპლუატაცია/ხაშურ–კასპი-შინდისის ჯგუფი/სადგური გორი
სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 17 ივლისის ჩათვლით ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური და ელექტრონული ფორმით (ოთახი 3066; e-mail: kadrebi@railway.ge).
დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ შემდეგ გვერდზე.
გთხოვთ:
მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება;
აირჩიეთ ქართული Unicod;
აირჩიეთ ფონტი – Sylfaen;
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი.
გისურვებთ წარმატებებს