ცხადდება ღია საჯარო კონკურსი სალოკომოტივო დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 28 ივნისიდან ცხადდება ღია საჯარო კონკურსი კანდიდატთა შერჩევის მიზნით შემდეგ თანამდებობაზე:
სალოკომოტივო დეპარტამენტში
დასასვენებელი სახლის მორიგე (მინიმალური თანამდებობრივი სარგო 250,00ლ.) – სამტრედიის სალოკომოტივო დეპო/ოპერატიულ-საწარმოო პერსონალი/ზესტაფონის მოსაბრუნებელი პუნქტი
სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორცილედება 02 ივლისის ჩათვლით ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური და ელექტრონული ფორმით (ოთახი 3066; e-mail: kadrebi@railway.ge).
დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ შემდეგ ფურცლებზე
გთხოვთ:
მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება;
აირჩიეთ ქართული Unicod;
აირჩიეთ ფონტი – Sylfaen;
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი.
გისურვებთ წარმატებებს