ცხადდება ღია საჯარო კონკურსი ელექტრომომარაგების დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 19 ივლისიდან ცხადდება ღია საჯარო კონკურსი საკადრო რეზერვის ფორმირების მიზნით შემდეგ თანამდებობაზე:
ელექტრომომარაგების დეპარტამენტში
ელექტრომონტიორი (მინიმალური თანამდებობრივი სარგო 500,00ლ.) –აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველო/ოპერატიულ – საწარმოო პერსონალი/კასპის ცენტრი/კასპის საკონტაქტო ქსელის რაიონი
სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 25 ივლისის ჩათვლით ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური და ელექტრონული ფორმით (ოთახი 3066; e-mail: kadrebi@railway.ge).
დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ შემდეგ გვერდზე.
გთხოვთ:
მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება;
აირჩიეთ ქართული Unicod;
აირჩიეთ ფონტი – Sylfaen;
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი.
გისურვებთ წარმატებებს