სამგზავრო გადაყვანები

სამგზავრო მატარებლის დაგვიანებისას მგზვრებისთვის ასანაზღაურებელი კომპენსაციის შესახებ

სამგზავრო მატარებლის დაგვიანებისას მგზვრებისთვის ასანაზღაურებელი კომპენსაციის შესახებ

ძვირფასო მგზავრებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“-ში მოქმედებს სამგზავრო მატარებლების დაგვიანებისას საკომპენსაციო პროცედურები, რომელიც მიღებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის #1-1/586 ბრძანებით დამტკიცებული „რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ დებულების“ შესაბამისად.

რკინიგზის ბრალეულობით გამოწვეული დაგვიანებისთვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა:

  1. ბილეთის ღირებულების 25%, მატარებლის 60 წუთიდან 119 წუთამდე დაგვიანების შემთხვევაში;
  2. ბილეთის ღირებულების 50%, მატარებლის 120 წუთის ან მეტის დაგვიანების შემთხვევაში;

ელექტრონულად შევსებული „მგზავრის მოთხოვნის ფორმა“ წარედგინება შემდეგ ელ.მისამართზე: callcenter@railway.ge, ხოლო ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსია შესაძლოა წარდგენილ იქნას მგზავრისათვის მოსახერხებელ ადგილას, როგორც სს „ საქართველოს რკინიგზის „ ოფიციალურ იურიდიულ მისამართზე (ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ. N15), ასევე მგზავრთა მომსახურების სერვის-ცენტრში.