ინფრასტრუქტურა

სტატისტიკა

სტატისტიკა

„საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სალიანდაგო მეურნეობა, რომლის ძირითადი მახასიათებლებია:

• ლიანდაგების მთლიანი სიგრძე – 1.992 კმ;
მათ შორის:
 მთავარი ლიანდაგების გაშლილი სიგრძე – 1441.66 კმ;
 ერთლიანდაგიანი უბნის სიგრძე – 850 კმ;
 ორლიანდაგიანი უბნის სიგრძე – 294.84 კმ;
 სადგურის ლიანდაგების სიგრძე – 563.16 კმ;
 მისასვლელი ლიანდაგების სიგრძე – 79.17 კმ;

• საისრე გადამყვანთა რაოდენობა – 2.004 ცალი;
• დაცული გადასასვლელების რაოდენობა – 50 ცალი;
• დაუცველი გადასასვლელების რაოდენობა – 160 ცალი;
• გვირაბების რაოდენობა – 32 ცალი;
• სხვა ხელოვნური ნაგებობების რაოდენობა – 1.377 ცალი;
 მათ შორის სარკინიგზო ხიდი – 1.298 ცალი.

„საქართველოს რკინიგზა“ პრაქტიკულად სრულად ელექტროფიცირებულია. ელექტრომომარაგების მეურნეობის ძირითადი მახასიათებლებია:

• ელექტროფიცირებული რკინიგზის საექსპლუატაციო სიგრძე – 1108 კმ;
• ელექტროფიცირებული რკინიგზის გაშლილი სიგრძე – 1958 კმ;
• ელექტროფიცირებულია მთელი გზის 90%.
• 40 ერთეული სატრანსფორმატორო ქვესადგური.
• საჰაერო ხაზები, რომელთა საექსპლუატაციო სიგრძე 854 კმ-ია
• ინფრასტრუქტურის ელექტროენერგიით მომარაგება უზრუნველყოფილია წევის 53 ქვესადგურით, მათ შორის − წევის 26 ქვესადგური

„საქართველოს რკინიგზის“ მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას ემსახურება სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი მახასიათებლებია:

• მთავარ მიმართულებაზე სადგურები აღჭურვილია ელექტრული ცენტრალიზაციით;
• ავტობლოკირებით აღჭურვილია ორლიანდაგიანი მონაკვეთი − თბილისი საკვანძო-გორი
• და ნახევრადავტომატური ბლოკირებით – 1039 კმ.
• სამატარებლო რადიოკავშირი ვრცელდება ლიანდაგზე – 1090 კმ
• მომსახურებაშია სხვადასხვა ტიპის რადიოსადგურები – 760 ცალი
• ელექტრული ცენტრალიზაციით აღჭურვილია 74 სადგური
• ელექტროფიცირებული ისრების რაოდენობაა 1345 ერთეული
• მომსახურებაშია სხვადასხვა შუქნიშანი – 2172 ცალი
• ავტომატური სარკინიგზო გადასასვლელები − 46 ერთეული
• მოძრავი შემადგენლობის საკონტროლო აპარატურა − 25 ერთეული

„საქართველოს რკინიგზის“ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ახორციელებს საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტო (კავშირგაბმულობის ოპერატორი), რომლის ძირითადი მახასიათებლებია:

• მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სიგრძე – 610 კმ;
• ლოკალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სიგრძე – 80 კმ-ზე მეტი;
• ციფრული ავტომატური სატელეფონო სადგურები – 17 ერთეული;
• სასადგურე სატელეკომუნიკაციო აპარატურა 70 ერთეული;
• აბონენტების რაოდენობა – 4000 აბონენტამდე;
• გამოყენებული ტექნოლოგიები – კლასიკური ციფრული ტელეფონია, IP ტელეფონია, მონაცემთა გადაცემის ქსელები – როგორც TCP/IP, ასევე STM პროტოკოლი;
• ONLINE ვიდეომონიტორინგი;