სარკინიგზო გადასასვლელები რეზინოკორდული ფენილით მოეწყობა

COVID -19 -ის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვას.

ერთლიანდაგიანი სარკინიზო გადასასვლელები, რეზინოკორდული ფენილით მოეწყობა – აღნიშნული ფენილის ხუთი კომპლექტიდან, პირველი კომპლექტი თბილისში, თბ. საკვანძო-ფონიჭალას სარკინიგზო გადასარბენზე არსებულ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე დაიგო. რაც შეარბილებს გადასასვლელზე მოძრავი სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტისგან გამოწვეულ ზემოქმედებას, მინიმუმამდე შეამცირებს ხმაურის დონეს და გაზრდის გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობას. ფენილის რელიეფური ზედაპირი მოცურების საწინააღმდეგო ეფექტს ქმნის, რაც მნიშვნელოვანია მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით.