ჯორჯია ტრანზიტი

საქმიანობა ჯტ

შპს „ჯიარ ტრანზიტის“ მომსახურების სფეროს წარმოადგენს ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და სხვა თხევადი ტრანზიტული ტვირთების ექსპედირება სადგურ „გარდაბნიდან“ შავი ზღვის ტერმინალების მიმართულებით. კომპანიის ამოცანაა სატრანსპორტო კორიდორში შექმნას მაქსიმალურად კომფორტული, კონკურენტუნარიანი და ხელსაყრელი პირობები სატრანზიტო ტვირთის გადასაზიდად.