"საქართველოს რკინიგზის განცხადება"

გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 28;29 და 30 აგვისტოს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ № 808/807 მატარებელზე ვაგონების რაოდენობას  ამატებს.

 

მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

 

თბილისი – ბათუმი – თბილისი   808/807

 

გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი      გამოსვლა-ბათუმი   ჩამოსვლა- თბილისი    

       10:30                          15:30                           19:05                             00:10

 

 

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

 

გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და  მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

 

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას  გისურვებთ!