"საქართველოს რკინიგზის" განცხადება

საქართველოს მთვრობისა და საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს  00:00 სთ-დან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.აკრძალვა ეხება სარკინიგზო ტრანსპორტსაც. მთავრობის შესაბამისი დადგენილების შემდეგ,   საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,  არ იმოძრავებენ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის სამგზავრო მატარებლები.

მგზავრებს საშუალება აქვთ  მიმდინარე წლის 24 მარტის,  18:00 საათამდე ბილეთები დააბრუნონ საქართველოს რკინიგზის მოქმედ სალაროებში. მგზავრობის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

 

საქართველოს რკინიგზა გისურვებთ ჯანმრთელობას.

#დარჩითსახლში