გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღდგა!

ძვირფასო რკინიგზელებო, გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული უკავშირდება სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე, სიცოცხლის ზეიმს სიკვდილზე და უკეთესი მომავლის რწმენას.

სწორედ ამიტომ მჯერა, უმოკლეს ვადაში დაიძლევა შექმნილი რთული მდგომარეობა. თითოეული თქვენგანის თავდადებით და მონდომებით შევძლებთ ეფექტურად, მინიმალური შეფერხებებით გავუმკლავდეთ უხილავ მტერს ისე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს კომპანიას, ქვეყანას.

თქვენ საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად  რჩებით სამუშაო ადგილებზე და ასრულებთ მოვალეობებს იმისთვის, რომ სხვები დარჩნენ სახლში, შემცირდეს ვირუსით დაინფიცირების და გავრცელების რისკი და ამასთანავე არ შეიქმნას ეკონომიკური კრიზისი.

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – სიკეთის, სინათლის და სიცოცხლის სიმბოლოს, იმედს, რომ ყველა გამოწვევას მალე დავძლევთ ერთსულოვნებით, თქვენი ოჯახების, კომპანიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!

 

სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე