კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაფორუმი 
 
თემურ ნერგაძე
თემურ ნერგაძე დაიბადა 1954 წლის 30 იანვარს. 1984 წელს მან დაამთავრა პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1974-1976 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, ხოლო 1978 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში ელექტრო-ტექნიკური სსი-ს ტექნიკოსის თანამდებობაზე. 1983 – 1993 წლებში მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი იყო. 1992 წლიდან კი - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1987 წლიდან თემურ ნერგაძე აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ და უფლებადაცვით საქმიანობაში. 1998 წლიდან 2002 წლამდე ბატონი თემური საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებელისა და მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, ხოლო 2004 წლიდან 2008 წლამდე ის იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტისა და ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრი.
გარდა ამისა, თემურ ნერგაძე საქართველოს სახალხო ფრონტისა და ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და არასამთავრობო ორგანიზაციის ”ვიხსნათ საქართველოს ბავშვები” დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტია. 1999 წლიდან ატარებს ტრენინგებს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში და ავტორია სტატიებისა ფსიქოლოგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 2012 წლიდან ბატონი თემური სს ”საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
 
 
Copyright © 2014 Georgian Railway. All Rights Reserved.