კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაფორუმი 
 
გურამ გაბუნია

გურამ გაბუნია დაიბადა 1944 წლის 18 აპრილს. მან დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ფაკულტეტი. 1963-64 წლებში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ლაბორანტად მუშაობდა, 1965-1981 წლებში კი სრსუ ”ცენტრმეტალურგრემონტში” მთავარი ინჟინერის თანამდებობას იკავებდა. 1981 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს საქსტანდარტში რუსთავის ცენტრის უფროსი იყო. 1992 წლიდან 1994-მდე საქართველოს რესპუბლიკის კონტორლის პალატაში რუსთავის კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო, ხოლო 1994-2000 წლებში - ქვემო ქართლის რეგიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე. 2000-2001 გურამ გაბუნია წლებში რუსთავის მერის მოადგილე იყო. 2001-2003 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში გენინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2004-2005 წელს ბატონი გურამი ”საქართველოს რკინიგზის” გენინსპექციის განყოფილების უფროსი გახდა. 2005 წლიდან 2011 წლამდე კი ”საქართველოს რკინიგზის” შიდა აუდიტის სამსახურის ჯგუფის უფროსი და განყოფილების უფროსი იყო. 2012 წლიდან დღემდე შპს ”კავკასიის სამთო ჯგუფში” ეკონომისტის თანამდებობაზეა. ასევე სს ”საქრთველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

 
 
Copyright © 2014 Georgian Railway. All Rights Reserved.