კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაფორუმი 
 
კლიფორდ სტენლი აიზეკი

განათლება და კვალიფიკაცია:

შინაარსი: ჩემს მიერ მიღებულმა განათლებამ სრულად მომანიჭა მენეჯმენტის, ხელმძღვანელობის, ბუღალტერიის და აუდიტის წარმოების უნარი;

· სერტიფიცირებული გენერალური ბუღალტრის კვალიფიკაცია, მაისი, 1982.

· ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (კომპიუტერისა და ბუღალტერიის სპეციალობით), რედ რივერის კოლეჯი, უინიპეგი, მანიტობა, ივნისი, 1978.

· მრავალი სპეციალიზებული სემინარი და კურსი ლიდერობაში, მენეჯმენტში, სტრატეგიულ დაგეგმარებაში, სოფლის მეურნეობაში, დაბეგვრაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, ბუღალტერიაში, ფინანსებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში.

გამოცდილება:

შინაარსი: მაქვს მრავალფეროვანი გამოცდილება სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობისა, როგორიცაა ფინანსური დირექტორი, ვიცე პრეზიდენტი, კონსულტანტი, საჯარო პრაქტიკოსი და ბუღალტერი როგორც ჩრდილოეთ ამერიკის, ასევე საერთაშორისო გარემოში.

აიზეკ ინთერნეშენალი, ოქტომბერი 2009 - დღემდე

თბილისი, საქართველო

· საკონსულტაციო და მრჩეველის მომსახურების გაწევა ქართული და საერთაშორისო კომპანიებისთვის;

· ვარ კანადის საპატიო კონსული საქართველოში;

· შესრულებული პროექტები შემდეგი კლიენტებისთვის: Carthage Energy, კალგარი, ალბერტა, კანადა; კანადის მთავრობა; ბუზ ალენ ჰამილტონი, თბილისი, საქართველო; PricewaterhouseCoopers მონღოლეთი; Espiritu Investments, ავსტრია; MCA-მოლდოვა; MCA-საქართველო;

· მიმდინარე საკონსულტაციო მომსახურება 3 ქართული კომპანიისთვის, რომლებიც ეძებენ სტრატეგიულ ინვესტორებს, ამზადებენ შესაბამისობის შეფასების ანგარიშებს და კომპანიების შესყიდვისა დ შერწყმის სტრატეგიებს;

· საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე;

მმართველი პარტნიორი, კავკასიის რეგიონი ივლისი 2007 - ოქტომბერი 2009

PricewaterhouseCoopers, თბილისი, საქართველო

· სომხეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე პასუხიმსგებელი პარტნიორი;

· აშხაბადში, თურქმენეთში გახსნილი ახალი ოფისის ზედამხედველობა;

· ოფისებისა და თანამშრომლების ზედამხედველობა - სომხეთი (20), აზერბაიჯანი (120) და საქართველო (45);

· კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის უფლებამოსილების მქონე უზრუნველყოფის პარტნიორი რეგიონალური აუდიტის ღონისძიებებში;

· საკონსულტაციო პროექტების რეგიონალური კოორდინატორი - საქმიანობის სფერო: ახლად შექმნილი კომპანიები, აქციების პირველადი განთავსება, შერწყმა და შთანთქმა.

· საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის სავაჭრო პალატა (საქართველო).

აღმასრულებელი დირექტორი, კავკასიის რეგიონი ივლისი 2006 - ივნისი 2007

PricewaterhouseCoopers, თბილისი, საქართველო

· პასუხისმგებელი კავკასიის რეგიონში მიმდინარე ყველა სახის საქმიანობაზე, რაც უკავშირდება მართვასა და მუშაობას, მათ შორის ორ ოფისში განთავსებულ 100-ზე მეტ თანამშრომელზე;

· რეგიონის ცენტრალური ოფისის შექმნა თბილისში;

· სტრატეგიის განვითარება და სამოქმედო გეგმის შექმნა სომხეთში ოფისის გასახსნელად;

· კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტი ყველა დიდი ღონისძიებისთვის;

· საზოგადოებასთან ურთიერთობები, რაც მოიცავს ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე კომპანიის წარმოდგენას, კონფერენციის სპიკერობას და პრეზენტაციების გაკეთებას;

· ფინანსური და ადმინისტრაციული ზედამხედველობა და საბჭოსთვის ყოველთვიური ანგარიშის ჩაბარება;

· ყველა საკონსულტაციო პროექტის რეგიონალური კოორდინატორი;

· სარბეინზ-ოქსლის სტანდარტების შესრულებაზე ზედამხედველობა, კლიენტებისთვის საკონსულტაციო მომსახურეობის მიწოდება, ზედამხედველობა ტრეინინგებზე აუდიტისა და საკონსულტაციო მომსახურეობის საკითხებზე;

აღმასრულებელი დირექტორი მაისი 2005 - ივნისი 2006

PricewaterhouseCoopers, თბილისი, საქართველო

· მომავლინეს საქართველოში PwC-ის ახალი ოფისის გასახსნელად;

· პასუხიმსგებლობა ოფისის გახსნასთან დაკავშირებულ ყველა ამოცანაზე, მათ შორის თანამშრომლების დაქირავებაზე (ამჟამად 36), საოფისე ფართის შეძენაზე, რეგისტრაციაზე და ლიცენზირებაზე, კომპიუტერიზაციაზე, ავეჯით მოწყობაზე;

· თანამშრომლების ტრენინგი და გათვითცნობიერება ეთიკის, აუდიტის მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტადარტების და ოპერაციული საკითხების სფეროებში;

· საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტი;

· დავინიშნე ინტეგრირებული ფინანსური აუდიტის ტრენერად და ვიყავი პასუხისმგებელი აუდიტის, ასევე საკონსულტაციო კლიენტების კომპანიების სარბეინზ-ოქსლის ყველა ასპექტთან შესაბამისობაზე.

დირექტორი, საკონსულტაციო და უზრუნველყოფის სერვისი აგვისტო 2004 - ივნისი 2005

PricewaterhouseCoopers, ალმათი, ყაზახეთი

· პასუხისმგებელი ფინანსური მომსახურების აუდიტზე და ამ სფეროს მუშაობის განვითარებაზე;

· სარბეინზ-ოქსლის პროექტების ხელმძღვანელობა ყაზახეთში, ყირგიზეთში და მონღოლეთში;

· პერსონალის მენტორობა და ტრენინგი;

· ფინანსური „დიუ დილიჯენს“ პროექტები;

ფინანსური და მენეჯმენტის კონსულტანტი ივნისი 2002 - ივლისი 2004

შპს CSI მენეჯმენტი - კლიენტებს შორის არიან მსოფლიო ბანკი, ტარადარ ჯგუფის კომპანიები, შპს Timberstone Lodge Properties, FBK რუსეთი, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო.

· კონსულტანტი - FBK, მოსკოვი, რუსეთი - ხელმძღვანელობისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა რუსეთის წამყვანი აუდიტორული და საფინანსო კომპანიისთვის. FBK არის PKF-ს კომპანიების ქსელის წევრი;

· კონსულტანტი - ხაზინა, ფინანსთა სამინისტრო, რუსეთის ფედერაცია - ტრენინგი და კონსულტაცია საერთაშორისო საჯარო ბუღალტერიის სტანდარტებზე (IPSAS) გადასვლასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს ახალი ფინანსური განაცხადის ფორმატების განვითარებას, IPSAS-სთან შესაბამისობაში მყოფ სტანდარტებს, ანგარიშების გეგმას, ინსტრუქციებს ბუღალტერებისთვის;

· კონსულტანტი - ყირგიზეთში მსოფლიო ბანკის პროექტის შესაბამისობისა და პროკურმენტის მიმოხილვა;

· მსოფლიო ბანკის დავალებები მონღოლეთში, ვიეტნამში, კამბოჯაში და ლაოსში, რომლებიც ორიენტირებული იყო აუდიტორული კომპანიების შეფასებაზე, პროექტების მიმოხილვასა და და ტრენინგზე;

· პასუხისმგებელი ფინანსურ დაგეგმარებაზე, ბიუჯეტების შემუშავებაზე, და შპს Timberstone Lodge Properties-ის 25 მილიონი აშშ დოლარიანი საბრუნავი სესხით უზრუნველყოფაზე.

· პასუხისმგებელი ინტეგრირებული სამუშაოს შეფასების საბუღალტრო სისტემის დაგეგმვასა და განხორციელებაზე ტარადარ ჯგუფის კომპანიებისთვის, ბიზნეს გეგმების მომზადებაზე, საკუთრების შესყიდვის დაგეგმვასა და დახმარებაზე, ისევე როგორც ზოგად ფინანსურ, საგადასახადო და საბუღალტრო ზედამხედველობაზე.

ფინანსური მენეჯმენტის უფროსი სპეციალისტი აგვისტო 1999 - ივნისი 2002

მსოფლიო ბანკი, მოსკოვის ადმინისტრაციული ერთეული, მოსკოვი, რუსეთი;

· პასუხისმგებლობა მსოფლიო ბანკის მიერ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული ოპერაციების ყველა ფინანსურ ასპექტზე;

· აუდიტორული კომპანიების შეფასება, აუდიტირებული ფინანსური განაცხადების მიმოხილვა, და არსებული პროექტების მუშაობის შემოწმება;

· ახალი პროექტებისთვის ფინანსური მენეჯმენტის შესაძლებლობის შეფასებების მომზადება, და პროექტის მზაობის დადასტურება;

· ინიციატივების ხელმძღვანელობა და პროგრესის მონიტორინგი საერთაშორისო ბუღალტერიის სტანდარტებსა და აუდიტირების საერთაშორისო სტანდარებზე გადასვლის პროცესში;

· ფინანსური მენეჯმენტის განყოფილების შექმნა ადმინისტრაციულ ერთეულში და თანამშრომლების ტრენინგი და ზედამხედველობა;

· ბანკისა და ხაზინის მეშვეობით ყველა კორექტირების სესხის ფინანსების მონიტორინგი;

· მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, დანიშნული ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში სხვადასხვა პროფესიული ბუღალტერიისა და აუდიტორული ასოციაციების დახმარებისა და შემოწმების მიზნით.

გუნდის ხელმძღვანელი - ბუღალტერიის რეფორმის პროექტი აპრილი 1997 - ივნისი 1999

CARANA, USAID-ის პროექტი, ბიშკეკი, ყირგიზეთი

· კონტარქტით ვხელმძღვანელობდი USAID-ის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა ყირგიზეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო საბუღალტერო სტანდარტების განხორციელებას;

· ჩემს მოვალეობებში შედიოდა კავშირების დამყარება მთავრობასთან და საერთაშორისო დონეზე, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სასწავლო კურსების შემუშავება, კონვერტაციის მეთოდოლოგიის მომზადება, სერთიფიცირებისა და ტესტირების მოდელების განვითარება, 40 თანამშრომლის მართვა;

· პროფესიული ბუღალტერების ასოციაციის ჩამოყალიბების პროცესის ხელმძღვანელობა და მისი მუშაობის მხარდაჭერა.

ფინანსური დირექტორი ოქტომბერი 1995 - აპრილი 1997

ყირგიზეთის აგრობიზნესის კომპანია, ბიშკეკი, ყირგიზეთი

· პასუხისმგებლობა ახლადშექმნილი სასოფლო-სამეურეო ერთობლივი საწარმოს ყველა ფინანსურ ასპექტზე, რომელიც ორიენტირებული იყო ხორბლის წარმოებასა და გადამუშავებაზე. წარმოების განყოფილება პასუხისმგებელი იყო 11 000 ჰექტარ სამეურნეო ფართზე, რომლის მოსავლის გადამუშავება ხდებოდა სამ კორპორატიულ წისქვილზე. თანამშრომლების რაოდენობა შეადგენდა 1500;

· პასუხისმგებლობა მთელს ბუღალტერიასა და აუდიტზე როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით; საბანკო ოპერაციების წარმოება ხდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;

უფროსი კონსულტანტი ივლისი 1994 - ოქტომბერი 1995

ერნსტ ენდ იანგი, სასკატუნი, სასკაჩევანი, კანადა

· ვხელმძღვანელობდი კორპორაციული ბიზნეს ორგანიზაციების შემოწმებასა და რესტრუქტურზაციას, რაც ძირითად მიზნად ისახავდა სამუშაოს ხარისხისა და მომგებიანობის გაზრდას;

· ჩავატარე მიზანშეწონილობის ანალიზი და პროექტის მართვა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესებისთვის, მათ შორის ქვეყნის შიდა რაიონების მარცვლეულის ტერმინალებსა და სპეციალიზებული მოსავლის გადამამუშავებელ ობიექტებზე;

· კლიენტებს შორის იყვნენ საერთაშორისო კომპანიები და მწარმოებლის მფლობელობაში მყოფი კოოპერატიული საწარმოები.

ფინანსური და მართვის კონსულტანტი მაისი 1992 - ივლისი 1994

აიზეკ ინთერნეშენალი, ატლანტა, ჯორჯია, აშშ

· ვხელმძღვანელობდი სხვადასხვა უძრავი ქონების საწარომების, მათ შორის რეკრიაციული, ურბანული და კომერციული უძრავი ქონების დაგეგმარებას, დაფინანსებას, განვითარებას და გადაყიდვას;

· ზოგადი საკონსულტაციო და მენეჯერული მოვალეობების შესრულება კორპორატიულ გარემოში;

· ვხელმძღვანელობდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოწმებას, რაც ორიენტირებული იყო ფისკალურ და მენეჯმენტის საკითხებზე.

ბიზნეს ადმინისტრირების ვიცე პრეზიდენტი სექტემბერი 1988 - აპრილი 1992

ბრიერკრესტის სქულზი, ქერონპორტი, სასკაჩევანი, კანადა

· ფინანსური დირექტორის პოზიცია, ანგარიშვალდებული პრეზიდენტისა და დირექტორთა საბჭოსა წინაშე;

· ბუღალტერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, წარმოების და კვებით უზრუნველყოფის დეპარტამენტების მეთვალყურეობა;

· პასუხისმგებლობა 14 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტზე, მენეჯმენტის რესტრუქტრურიზაციაზე, საბუღალტრო სისტემის რედიზაინზე და იმპლემენტაციაზე, და ყველა ფინანსური ოპერაციებთან დაკავშირებულ აქტივობაზე;

საჯარო პრაქტიკოსი იანვარი 1983 - აგვისტო 1988

კ. ს. აიზეკი და კომპანია, სერთიფიცირებული გენერალური ბუღალტერი, აუთლუკი, სასკაჩევანი, კანადა

· საჯარო საბუღალტრო აღრიცვხის კომპანიის მფლობელი; საქმიანობის სფერო: ბუღალტერიის, გადასახადებისა და მენეჯმენტის საკითხებზე დახმარების გაწევა კლიენტების ფართო სპექტრისთვის, საერთაშორისო წარმოადგენლობებისა და ფილიალებისთვის, სასოფლო-სამეურნეო და მცირე ბიზნესებისთვის;

· სამთავრობო, ფინანსური და კორპორაციული კლიენტების აუდიტი;

· მუდმივი კლიენტების რაოდენობა - 1500, თანამშრომლების რაოდენობა - 9;

· კომპანია შეიძინა Coopers & Lybrand-მა, სასკატუნი;

უფროსი საშტატო ბუღალტერი ოქტომბერი 1981 - დეკემბერი 1982

ერიკ ნ. ფარდენი, საწესდებო ბუღალტერი, აუთლუკი, სასკაჩევანი, კანადა

· საჯარო პრაქტიკის ყველა ასპექტი, მათ შორის ბუღალტერია, დაბეგვრა, აუდიტი და ფინანსური დაგეგმარება;

· შევისყიდე პრაქტიკა 1983 წლის 1 იანვარს.

სხვა

პრაქტიკანტი - სპეციალიზაცია და ტრენინგი საჯარო პრაქტიკის ყველა ასპექტში;

ადმინისტრაციული ოფიცერი - DNS-ის თევზის მრეწველობის დეპარტამენტის ყველა ადმინისტრაციულ და საფინანსო ფუნქციაზე პასუხისმგებელი, ლა რონჟი, სასკაჩევანი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები

შინაარსი: ჩემი ტექნიკური უნარ-ჩვევები მოიცავს ცოდნას მენეჯმენტის, საკონსულტაციო, ბუღალტერიის, აუდიტის და ფინანსების ყველა ასპექტში;

· კავკასიაში საკონსულტაციო და სამრჩევლოდახმარების უზრუნველყოფა შემეგ სფეროებში: შერწყმა და შთანთქმა, სტანდარტებთან შესაბამისობა, აქციების პირველადი განთავსების მზაობის დიაგნოსტიკაზე, კორპორატიული ფინანსები, პრივატიზაცია და შეფასება;

· საერთაშორისო ბუღალტერიის სტანდარტების და საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების, მათ შორის სწავლების, სერთიფიცირების, საწარმო საბუღალტრო სისტემების გარდაქმნისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარება;

· სარბეინზ-ოქსლის პროექტების ხელმძღვანელობა, პერსონალის ტრენინგი, და სემინარების გამართვა მთავრობისა და ბიზნეს ლიდერებისთვის ამ ინიციატივის პრაქტიკული ასპექტებისა და მნიშვნელობის შესახებ.

· ბიზნეს გეგმებისა და მიზანშეწონილობის კვლევების მომზადება უძრავი ქონების, ტურიზმისა და სასტუმროების, აგრობიზნესის, განათლებისა და საცალო ვაჭრობის სექტორებში;

· სიღრმისეული კვლევებისა და კვლევითი ნაშრომების მომზადება ბუღალტერიისა და აუდიტის სტანდარტების სფეროებში საჯარო, საბანკო, და კორპორაციულ სექტორებში;

· რუსეთის ფედერაციის სტრუქტურული და საინვესტიციო დაკრედიტებისთვის ფინანსური ღონისძიებების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება და დასრულება;

· რუსეთის ფედერაციის სტრუქტურული დაკრედიტების მთლიანი სიღრმისეული შიდა აუდიტის დასრულება, და „რეალურ დროში მონიტორინგის სისტემის“ განვითარება და დანერგვა;

· აუდიტორული კომპანიების შემოწმება, მათი შესაბამისობის დადგენა მსოფლიო ბანკის პროექტების აუდიტის სფეროში არსებულ მოთხოვნებთან;

· მთავრობის, კორპორაციების, საგანმანათლებლო და ფინანსური დაწესებულებების პროექტებისთვის კონსულტაციების გაწევა;

· როგორც დასავლეთის, ასევე ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში საწარმოების დაგეგმარება და დაფუძნებაა;

· კოლეჯების, სასტუმროების, და საცალო ბიზნესების ბიზნეს რეორგანიზაციის დაგეგმვა და მეთვალყურეობა;

· სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების ანგარიშების მომზადება საჯაროდ გაყიდული კომპანიებისთვის, ინვესტორებისა და ფინანსური დაწესებულებებისთვის;

· პროსპექტის დოკუმენტების და ყველა ფინანსური ანგარიშის მომზადება აქციების პირველადი განთავსებისთვის;

· დაგეგმვა და სტრატეგული დაგეგმვის ხელმძღვანელობა საბჭოებსა და კომპანიის აქციონერებთან ერთად;

· ფინანსური განაცხადების მომზადება საერთაშორისო, კანადური, რუსული და ამერიკული ბუღალტერიის სტანდარტების შესაბამისად;

· ფინანსური განაცხადების მიმოხილვა შეფასებისა და ანალიტიკური ანგარიშებით სააკრედიტაციო სააგენტოების, ფინანსური დაწესებულებებისა და ინვესტორებისთვის;

· კერძო კომპანიების, სამთავრობო ორგანიზაციების, ფინანსური დაწესებულებებისა და ნდობის ფონდების აუდიტის მეთვალყურეობა და პასუხისმგებლობა;

· სამუშაო კაპიტალის აუდიტებისა და ნაღდი ფულის ნაკადის ანგარიშების მომზადება მენეჯმენტის, ინვესტორებისა და ფინანსური დაწესებულებებისთვის;

· შიდა საკონტროლო სისტემების და პროცედურების შემოწმება, რევიზია და იმპლემენტაცია;

· სემინარების გამართვა და სიტყვით გამოსვლა ბუღალტერიის, აუდიტის სტანდარტების, დაბეგვრის, მენეჯმენტის, ფინანსების, კორპორაციული მართვის და ინვესტორის რისკის შესახებ;

· სწავლების გამოცდილება ფინანსური ბუღალტერიის, აუდიტის, ღირებულების აღრიცხვის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში;

· ცოცხალი ტრანზაქციის, ორმაგი პრინციპის, სპეციალიზებული საბუღალტრო სისტემების დაგეგმარება და იმპლემენტაცია;

· კორპორაციული და პერსონალური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების და მათთან დაკავშირებული სამთავრობო ანგარიშების მომზადება როგორც კანადაში, ასევე შეერთებულ შტატებში;

· გამოცდილება პერსონალის ტრენინგისა და ზედამხედველობის მენეჯმენტში;

· დირექტორთა საბჭოსა და კომიტეტის სხდომების თავმჯდომარეობის დიდი გამოცდილება;

· კომპიუტერული გამოცდილება ელექტრონულ ცხრილებში, მონაცემთა ბაზებში, ტექსტის დამუშავებასა და საბუღალტრო სისტემებში;

· ენების ცოდნა: ინგლისური (თავისუფლად), გერმანული (საშუალოდ), რუსული (მაღალი დონე), და ფრანგული (საწყისი დონე), ქართული (საწყისი დონე).

 
 
Copyright © 2014 Georgian Railway. All Rights Reserved.