კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაფორუმი 
 
ლევან სურგულაძე

ბატონი ლევან სურგულაძე დაიბადა 1958 წელს. მიღებული აქვს ბაკალავრის და მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხები ფიზიკაში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ბატონ სურგულაძეს ასევე მიღებული აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (PhD) ფიზიკაში მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიიდან, მოსკოვში და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ფინანსების და ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით ალაბამის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლიდან (აშშ). 1990 წელს, ლევან სურგულაძემ დაიწყო თავისი კარიერა როგორც მეცნიერ–თანამშრომელმა მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, ხოლო 1991–1992 წლებში იგი მუშაობდა მიწვეულ მეცნიერ–თანამშრომლად რამოდენიმე უნივერსიტეტში და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორისб ფერმის ამაჩქარებლის ნაციონალურ ლაბორატორიაში (ჩიკაგო, აშშ) და თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, იტალია). 1995–1999 წლებში იგი იყო მეცნიერ–თანამშრომელი, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი ორ უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1999 წელს ბატონმა სურგულაძემ თავისი კარიერა გააგრძელა უოლ–სტრიტზე ნიუ იორკში, როგორც ტრეიდერ / რისკების მმართველად ამერიკის საფონდო ბირჟაზე (NASDAQ-AMEX); 2000–2001 წლებში იგი იყო უფროსი ვიცე პრეზიდენტი / კონსულტანტი Deutsche Bank – ის ლონდონის ოფისის გლობალური საკრედიტო დერივატივების მიმართულებით. 2001–2002 წლებში იგი იყო უფროსი ვიცე პრეზიდენტი / კონსულტანტი Barclays Capital – ის ნიუ იორკის ოფისის რისკის ფინანსების მიმართულებით. 2002–2007 წლებში ლევან სურგულაძე მუშაობდა რისკის კონტროლის დირექტორად შვეიცარიის გაერთიანებული ბანკის (UBS Investment Bank) ნიუ იორკის ოფისში. 2008 წლიდან ლევან სურგულაძე არის "კაუკასუს ფანენშიალ სერვისის"–ის მმართველი დირექტორი, თბილისში. 2009 წელს ლევან სურგულაძე დაინიშნა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრად, სადაც მუშაობდა ამ სააგენტოს ეროვნულ ბანკთან შერწყმამდე, 2009 წლის დეკემბერში. 2011 წელს, ლევან სურგულაძე დაინიშნა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და დანიშვნების და ანაზღაურების კომიტეტების თავმჯდომარედ. ლევან სურგულაძეს გამოქვეყნებული აქვს 40–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი წამყვან ჟურნალებში აშშ–ში, ევროპაში და აზიაში.

 
 
Copyright © 2014 Georgian Railway. All Rights Reserved.