კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაფორუმი 
 
მიხეილ გოგიშვილი
მიხეილ გოგიშვილი დაიბადა 1966 წლის 7 ოქტომბერს. 1992 წელს მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი. 1993-1994 წლებში საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა. 1995 წელს ის საქართველოს სახელმწიფო მეთაურის იურიდიული განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი იყო, ხოლო 1996-1999 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი.
1999-2000 წლებში მიხეილ გოგიშვილი თბილისის საოქლო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის მოსამართლე იყო, 2000 წლიდან კი -საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამართლე.
2005-დან 2012 წლამდე ბატონი მიხეილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თვმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2006 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლაში. 2012 წლიდან იურიდიული კომპანია ,,ადვოკატთა სახლის» მრჩეველია. გარდა ამისა, კითხულობს ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში.
2010-11 წლები შპს ,,საქართველოს რკინიგზის» აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ხოლო 2011 წლიდან დღემდე შპს ,,საქართველოს რკინიგზის» სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.
 
 
Copyright © 2014 Georgian Railway. All Rights Reserved.