კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ს უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ფედერალური სააგენტოს (OSHA) ერთობლივი ტრეინინგი შრომითი გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებში
ივნისი 19, 2017

საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ს უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ფედერალური სააგენტოს (OSHA) წარმომადგენლები რომელთა მიზანია, საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარონ ტრეინინგები შრომითი გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებში.

მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ამერიკელი მეცნიერებათა დოქტორები: ფრიმანი, მოშერი, სიმპსონი და რაიტი, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში ქართველ წარმომადგენლებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას შრომითი და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დარგში.

მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე:

· ინფორმაცია საშიშროების შესახებ (მოშერი);

· სამუშაო ზედაპირების უსაფრთხოება (სიმფსონი);

· პერსონალური დამცავი აღჭურვილობა (მოშერი);

· მრეწველობის ძირითადი დარგები: უსაფრთხოების პროგრამები (რაიტი);

· ელექტროუსაფრთხოება (რაიტი)

· მასალების დატვირთვა-ჩამოცლა (სიმფსონი);

· და სხვა;

საყურადღებოა, რომ ასეთი პროექტი პირველად ხორციელდება საქართველოში და მისი ხანგრძლიობა ორ წლიანია. პროექტი ითვალისწინებს როგორც საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების, ასევე მილენიუმის გრანტის ფარგლებში დაარსებული სარკინიგზო კოლეჯის, სტუ-ს შესაბამისი დეპარტამენტებისა და სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციების მომსახურებას.

ღონისძიება იმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სს ,,საქართველოს რკინიგზა“-სა და სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” -ს შორის მიღწეული შეთანხმების, კერძოდ კი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დაფუძნებისა და შემდგომი ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში.

აღნიშნული ინიციატივა ემსახურება საქართველოსთვის პროფესიული განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევას, კომპანიის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული კადრების მომზადებასა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმანს.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.