|
საქართველოს რკინიგზის რეგიონული მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგის ოპტიმიზაციის ფარგლებში, თბილისი-აეროპორტის მიმართულებით რეისები დღეში ორჯერ, დილით და საღამოს შესრულდება.
აღნიშნულ მიმართულებაზე, არსებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, მატარებელი №6603/6604 თბილისის ვაგზლიდან აეროპორტის მიმართულებით რეისს 07:55 სთ-ზე შეასრულებს, საპირისპირო მიმართულებით კი - 08:45 სთ-ზე. საღამოს რეისი თბილისის ვაგზლიდან შესრულდება 17:20 სთ-ზე, ხოლო აეროპორტის ვაგზლიდან - 18:05 სთ-ზე.
საქართველოს რკინიგზა გისურვებთ ბედნიერ და სასიამოვნო მგზავრობას. |