|
სს საქართველოს რკინიგზამ, მგზავრთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და სერვისის გაუმჯობესების მიზნით, სამგზავრო ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგში რიგი ცვლილებები შეიტანა.
თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებაზე №872-871 ჩქარი ელექტრომატარებლის მოძრაობის განრიგს დაემატა გაჩერებები ბაქან რიონსა და სადგურ გორში, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე - №852-851 ჩქარი სამგზავრო ელექტრომატარებლის განრიგს - გაჩერება ბაქან რიონში.
სს საქართველოს რკინიგზა აქტიურად განაგრძობს მგზავრთა მოთხოვნების სისტემატიურ შესწავლას, სერვისის სფეროში სიახლეების დანერგვისა და გაუმჯობესებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. |