|
2012 წლის ივნის-ივლისში, სს „საქართველოს რკინიგზამ” 500 მილიონი აშშ დოლარის ბონდები გამოუშვა, 2022 წლამდე ვადით. ახალი ბონდების გაშვებამდე, კომპანიამ წარმატებით მოახდინა არსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ბონდების ემისიის ტენდერით ამოსყიდვა, რომლებსაც ვადა 2015 წელს გასდიოდათ.
ტენდერმა მონაწილეობის მაღალ მაჩვენებელს - 88.99%-ს მიაღწია, ხოლო გამოსყიდვის ფასმა 111.25 შეადგინა. წლიურმა კუპონურმა განაკვეთმა ახალ ბონდებზე 7.75% შეადგინა, ყოველ ნახევარ წელიწადში თანაბარი გადახდებით. 2015 წლიან ძველ ბონდებზე წლიური კუპონური განაკვეთი 9.875%-ს შეადგენდა.
ტენდერის წარმოებისათვის კომპანიამ ინტერნაციონალური საინვესტიციო ბანკების სერვისები და მხარდაჭერა გამოიყენა - Goldman Sachs International, J.P. Morgan Securities Ltd. და Merrill Lynch International. |