კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაფორუმი 
 
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი საქართველოს რკინიგზას წარმატებულად აფასებს
მაისი 29, 2012

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობას, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ხარისხის თვალსაზრისით, მსოფლიოში 132 ქვეყანას შორის 36-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ნორვეგია, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ისრაელი, სლოვენია, ესტონეთი, ბულგარეთი, ბრაზილია, ხორვატია, უნგრეთი და ა.შ..

საქართველოს რკინიგზა ტრანსპორტის სხვა სახეობებს შორის ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქვეყანაში. კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ტრანსპორტის დარგში კონკურენტულ უპირატესობა გააჩნია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის სავაჭრო პოტენციალზე. ხარისხიანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ტვირთბრუნვის გაზრდასა და სხვა ქვეყნებთან სარკინიგზო მიმოსვლას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამიტომ მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოს, ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, 38-ე ადგილი მიანიჭა.

სს საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტირებას და კომპანიის აზრით, მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მიუახლოვდება რეიტინგის ლიდერი ქვეყნების -შვეიცარიის, იაპონიის, გერმანიისა და სხვა წამყვანი სახელმწიფოების სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ხარისხს.

მოდერნიზაციის პროექტი გულისხმობს სარკინიგზო მაგისტრალის სრულ მოდერნიზაციას, ახალი ლიანდაგების დაგებასა და ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას. პროექტის მთლიანად დასრულება 2014 წლისათვის იგეგმება, რის შემდეგაც თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 3 საათამდე შემცირდება. დღეს თბილისი-ბათუმის მონაკვეთის დაფარვა 5 საათსა და 15 წუთში, ხოლო თბილი-ფოთი კი, 4 საათსა და 45 წუთშია შესაძლებელი.
 
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული კვლევის სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს http://www.weforum.org/reports
 
 
Copyright © 2013 Georgian Railway. All Rights Reserved.