კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაფორუმი 
 
სს „საქართველოს რკინიგზა“ 2013 წლის 23 ივლისიდან აცხადებს ტენდერს სახარატო ჩარხის კაპიტალური შეკეთების მომსახურების შესყიდვის შესახებ
ივლისი 23, 2013

სს „საქართველოს რკინიგზა“ (მდებარე ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. №15) აცხადებს ტენდერს სახარატო ჩარხის კაპიტალური შეკეთების მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

1. დაინტერესებულმა პირმა აღნიშნულ ტენდერში მონაწილების მისაღებად უნდა გადაიხადოს ტენდერში მონაწილეობის საფასური 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე: ს/ს ბანკი „რესპუბლიკა“ ცენტრალური ფილიალი, კოდი: REPLGE22, ანგარიშის GE72 BR00 00010494921495;

სატენდერო დოკუმენტაცია და დეფექტური ქმანი გაიცემა 2013 წლის 23 ივლისიდან 2013 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით ტენდერში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ მიმართვის წარმოდგენის საფუძველზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. № 15, მე-3 სართული, ოთახი №3081, სს „საქართველოს რკინიგზის“ შესყიდვების სააგენტო.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს შეუძლია ტენდერში მონაწილეობის საფასურის გადახდამდე გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას ზემოთ მითითებულ მისამართზე.

2. შესყიდვის ობიექტი :

ოტი

მომსახურების დასახელება

რაოდენობა

სავარაუდო ღირებულება
დღგ-ს გარეშე

1

სახარატო ჩარხის ТТ16728Ф101 კაპიტალური შეკეთება

1 ცალი

10 000 ლარი

 

შენიშვნა:

განხორციელებულ მომსახურებაზე გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელი.

3. მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ხაშური, თევდორე მღვდლის №1 (ხაშურის სალოკომოტივო სამმართველო).

4. მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე.

5. ანგარიშსწორების ფორმა: კონსიგნაცია (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 საბანკო დღის განმავლობაში) არ გამოიყენება ავანსი და აკრედიტივი.

6. პრეტენდენტმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება ქართულ ან თარგმნილი ქართულ ენაზე დალუქული კონვერტებში ორ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი და ერთი ასლი) უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 2013 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით 18 სთ და 00 წთ მდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. №15, მე-3 სართული, სს “საქართველოს რკინიგზის” შესყიდვების სააგენტო.

7. სატენდერო პაკეტების გახსნა მოხდება: 2013 წლის 12 აგვისტოს 18 სთ და 00 წთ-ზე.

8. საკვალიფიკაციო მონაცემები:

8.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

8.1.1 ხელმოწერილი სატენდერო წინადადება რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 დღე, სატენდერო პაკეტების გახსნის დღიდან (ნიმუში წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტაციაში), რომელშიც უნდა იყოს მითითებული ლოტის ღირებულება და სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა.

8.1.2 ხელმოწერილი აფიდავიტი, სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე (ნიმუში წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტაციაში).

8.1.3 გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა შედგენილი დეფექტური ქმანის შესაბამისად.

8.1.4 სატენდერო წინადადების უზრუნველყოფისათვის სატენდერო წინადადების ღირებულების 5%-იანი გარანტია (მხოლოდ საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულებიდან), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანალებ 60 დღე სატენდერო პაკეტების გახსნის დღიდან.

8.1.5 სატენდერო წინადადების და ერთეულის ფასი შეიძლება წარმოდგენილი იქნას ეროვნულ ვალუტაში ან აშშ დოლარში (დღგ–ს გარეშე). სხვა ვალუტაში სატენდერო წინადადების ფასის დაფიქსირების შემთხვევაში მისი შეფასება მოხდება ეროვნულ ვალუტაში, სატენდერო პაკეტების გახსნის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში სატენდერო პაკეტების გახსნის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

8.1.6 გამარჯვებულად გამოვლენის შემთხვევაში პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია (მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი საბანკო დაწესებულებიდან. არარეზიდენტი პირების მიერ დასაშვებია უცხოური ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც დამოწმებული უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების მიერ) ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 50 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულების ვადას.

8.2 პრეტენდენტმა და მისმა სუბკონტრაქტორმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა წარმოადგინონ:

8.2.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ,რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე სატენდერო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ;

8.2.2 ცნობა მხოლოდ თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება,რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე სატენდერო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ.

საქართველოს არარეზიდენტი პირ(ებ)ისათვის 8.2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოდან, კანონით დადგენილი წესით.

8.3 პრეტენდენტს ან/და მის სუბკონტრაქტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა გააჩნდეს მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: ხელშეკრულებ(ები)ა და მიღება-ჩაბარების ასლ(ებ)ი .

პრეტენდენტები არ დაიშვებიან შეფასებაზე თუ მათ მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და/ან მათ მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო განცხადების მოთხოვნებს.

წარმოდგენილი სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის” შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ სს „საქართველოს რკინიგზის“ შესყიდვების სააგენტოში, სატენდერო კომისიის აპარატი, ტელ: +995 032 219-89-08, მობ: +995(0) 591-19-91-58 თამარ ხოკერაშვილი E-mail: tkhokerashvili@railway.ge , ნ. მიქელაძე +995322 19-91-04, ე.ზესაშვილი +995322 19-97-75.

სატენდერო კომისია

 
 
Copyright © 2014 Georgian Railway. All Rights Reserved.