|
საინფორმაციო ტექნოლოგიების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინტერნეტ გაყიდვების ტესტირების რეჟიმი დასრულებულია და დღეისათვის შპს საქართველოს რკინიგზის ვებგვერდი სრულად გადავიდა ახალ სისტემაზე. ამ დროისათვის ბილეთების ინეტრეტ გაყიდვა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
შპს საქართველოს რკინიგზა შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია რკინიგზის სალაროებში და ფეიბოქსების მეშვეობით, რომლებიც განთავსებულია მთელი საქართველოს მასშტაბით, მრავალი სავაჭრო ობიექტის ტერიოტრიაზე.
მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით კი შეგიძლიათ მიმართოთ 24 საათიან საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 1331. |